ჩვენი ძირითადი საქმიანობა
საზღვაო
გადაზიდვა
საზღვაო გადაზიდვები ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სახეობაა საქონლის ტრანსპორტირებისათვის. საერთაშორისო ვაჭრობის ძირითადი მოცულობა სწორედ საზღვაო გადაზიდვებზე მოდის. ამ ტიპის გადაზიდვები ხელსაყრელია პრაქტიკულად ყველანაირი ტიპის საქონლის გადაზიდვისას და გამოირჩევა მაღალი ეკონომიურობით.დღეს არსებული გადაზიდვების მეთოდები იძლევა საშუალებას როგორც დიდი პარტიით საქონლის ტრანსპორტირების, ასევე ერთეული ტვირთების განთავსების. კომპანია “ბი-სი-ეს”-ი თავის მომხმარებლებს სთავაზობს საზღვაო გადაზიდვების მომსახურების სრულ სპექტრს. ჩვენს გუნდს აქვს დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ თითოეული ჩვენი მომხმარებელი გარანტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებით – როგორიცაა: უსაფრთხო და თანამედროვე კონტეინერი, მორგებული კონკრეტული საქონლის ტრანსპორტირების საჭიროებასთან. ყველა საჭირო დოკუმენტაციის დროული და კორექტული გაფორმება; ტვირთის მაქსიმალურად ოპერატიული და დროული ჩამოსვლა.ჩვენს მომხმარებელს შეუძლია შეგვიკვეთოს როგორც მთლიანი კონტეინერი (სრული ჩატვირთვა) , ასევე ტვირთი შერეულ კონტეინერში. მთლიანი კონტეინერის შეკვეთის პირობებში მხოლოდ 1 დამკვეთის საქონელია ჩატვირთული და მას აქვს ექსკლუზიური უფლება არსებულ კონტეინერზე. ამ ტიპის სერვისი (სრული ჩატვირთვა) იდეალურია დიდი რაოდენობის ტვირთის ტრანსპორტირებისას.
რაც შეეხება შერეულ კონტეინერს, რომელიც დღევანდელ სავაჭრო- სატრანსპორტო ურთიერთობებში საკმაოდ გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს, ხელსაყრელია, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ეს არისოპტიმალური ვარიანტი მცირე რაოდენობა ტვირთის გადასაზიდად. ამ ტიპის (შერეული კონტეინერი) მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ტრანსპორტირების ღირებულება – იხდით კონტეინერის იმ ფართის საფასურს რაც უკავია თქვენს საქონელს.სახმელეთო-სარკინიგზო
გადაზიდვა
ტვირთის საავტომობილო-სარკინიგზო გადაზიდვა, ასევე წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას. ლოგისტიკის ეს სახეობა ძალიან პოპულარულია, თავის თავში მოიცავს შემდეგი ტიპის ხარისხობრივ უპირატესობებს: სისწრაფე, ხელსაყრელი ფასი, უსაფრთხოება. საერთაშორისო გადაზიდვების ¾-ს სწორედ საავტომობილო გადაზიდვებზე მოდის. 10 წლიანი გამოხდილება, პროფესიონალთა გუნდი, გამართული ავტოპარკი ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილების ძირითადი მიზეზია.
ბი-სი-ეს-ის საავტომობილო გადაზიდვების სფეროში მომხმარებლებს სთავაზობს: მაღალ-პროფესიონალიზმს; შეკვეთის ინდივიდუალ მიდგომასა და დამუშავებას, კონფიდენციალობას, უსაფრთხო ტრანსპორტირებასა და მობილურ რეაგირებას ტრანსპორტირების ყველა დეტალის მიმართ.
დოკუმენტების მომზადებისა და გაფორმების სერვისი
ტვირთის საბაჟო გაფორმება – ლოგისტიკის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
თანამედროვე კომპანიები, და ბიზნესები მოითხოვს და საჭიროებს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას ტვირთის საბაჟო გაფორმების კუთხით. თითონ გაფორმების პროცესი შეიძლება განხორციელდეს როგორც ტვირთის მფლობელის მიერ ასევე, მის მიერ წარგზავნილი უფლება მოსილი პირის მიერ. გასათვალისწინებელია რიგი წესები და პროცედურები რაც თან სდევს აღნიშნულ პროცესს. დოკუმენტაციის წარმოების და საბაჟო გაფორმების დიდი გამოცდილების მქონე ჩვენი სპეციალისტები, სწრაფად, ხელსაყრელ ფასად და ხარისხიანად შეასრულებენ ამ სამუშაოს თქვენს მაგივრად.
უფასო
კონსულტაცია
დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ
ტელ: 577 57 44 75
ელ-ფოსტა: